Wednesday, 6 May 2009




1918 წლის 26 მაისს მთავრობის სასახლის დარბაზში შეიკრიბა საქართველოს ეროვნული საბჭოს გაფართოებული სხდომა,რომელიც ნოე ჟორდანიამ გახსნა ასეთი განცხადებით:
"მოქალაქენო! დღეს თქვენ, აქ მოწმე იყავით ერთი ისტორიულის და იმავე დროს ტრაღიკული აქტისა. ამდარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა,ამავე დარბაზში, ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს.საქართველოს ახალი სახელმწიფო, რომელიც დღეს აღსდგება არ იქნება მიმართული არცერთი ხალხის, არცერთის სახელმწიფოს წინააღმდეგ.მისი მიზანია დღევანდელი ისტორიული ქარტეხილიდან დაიფაროს თავისთავი და როცა ამას მოახერხებს, იგი დაეხმარება სხვებსაც,ვინც ჩვენს ქვეყანასთან ერთად ჩავარდა დიდ განსაცდელში... ჩვენ გვსურს ვიქონიოთ მეგობრული ურთიერთობა ჩვენს გარეშე და ჩვენს შორის მყოფ ერებთან... ვაცხადებთ, რომ ეროვნული უმცირესობანი ისეთივე უფლებამოსილნი იქნებიან, როგორიც იქნება ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უმრავლესობა -ქართველობა.ეს ერნი შეერთებული ერთი დროშის ქვეშ შეჰკრავენ კავშირს იმ ერებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეშე იმყოფებიან და ამით წარმოიშვება ის სახელმწიფოებრივი კავშირი,რომელიც აღადგენს აქ ჩვენს წინაშე დაღუპულ სახელმწიფოს.ეს სახელმწიფო იქნება კავკასიის კონფედერატული კავშირი ."
ამ შესავალი სიტყვის შემდეგ დარბაზი გაეცნო დამოუკიდებლობის დეკლარაციას.
ამ დღეს ქართველმა ხალხმა აღასრულა თავისი საუკუნოებრივი ნაოცნებარი-აღიდგინა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი, რეალობად იქცა ის იდეალები, რაც 117 წლის განმავლობაში განსაზღვრავდა საქართველოს საუკეთესო შვილთა ცხოვრება-მოღვაწეობას.
"მხოლოდ ქართველმა ბოლშევიკებმა დაგმეს რუსეთისაგან გამოყოფის დამკანონებელი აქტი. თავიდანვე ომი გამოუცხადეს საქართველოს დამოუკიდებელ რესბუბლიკას. სხვა პოლიტიკური პარტიები საერთო მოქმედების ნიადაგზე გაერთიანდნენ"
ა.ბენდიანიშვილი

1919 წელს არჩეული იქნა დამფუძნებელი კრება, სადაც ადგილების უმრავლესობა სოციალ-დემოკრატებმა მოიპოვეს.ეს ორგანო უმაღლეს საკანომდებლო ორგანოსაც წარმოადგენდა და იმავდროულად რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავებაც ევალებოდა.
1921 წლის 21 თებერვალს მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც იმდროის ყველა დემოკრატიულ მოთხოვნას აკმაყოფილებდა.
საქართველოს რესპუბლიკის წინაშე არაერთი რთულად გადასაწყვეტი ამოცანა იდგა .პირველ რიგში მოპოვებულ თავისუფლებას სჭირდებოდა დაცვა. ეს კი დამოკიდებული იყო ბრძოლისუნარიანი არმიის შექმნაზე. დამოუკიდებელ საქართველოში ორი ტიპის ჯარი არსებობდა:რეგულარული არმია და გვარდია.
"საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ რუსეთის მხრიდან მძლავრი პროტესტი გამოიწვია. ერთმანეთში მებრძოლი ბოლშევიკური და დენიკინური რუსეთი, ორივე ჩაეჭიდა აფხაზეთის, ოსეთის და აჭარის თემას და საქართველოს დაჩოქება მოინდომა ამ ტერიტორიების წართმევით"
დ.ჭუმბურიძე

დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა აფხაზეთის წარმომადგენლებთან. შეთანხმება მიღწეულ იქნა.აფხაზეთს ავტონომიური უფლებები მიენიჭა. საკითხის მშვიდობიანი მოგვარება ხელს არ აძლევდა საქართველოდან აფხაზეთის ჩამოცილების მოსურნეებს.

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს თურქეთიც უქმნიდა. მისგან ბათუმის ოლქის მიტაცების ცდებს აჭარის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. აქაურმა პატრიოტებმა მემედ,ჰეიდარ და ზია აბაშიძეებმა ყაიდარ შერვაშიძემ, სულეიმან დიასამიძემ დააარსეს "მუსლიმანური საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი",რომელმაც გამორჩეული როლი შეასრულა აჭარიდან თურქი დამპრყლობლების განდევნისა და მისი დედასამშობლოსთან გაერთიანების საქმეში.

           

  გამოყენებული ლიტერატურა:
 

  1. აკაკი სურგულაძე "საქართველოს ისტორია"
  2.დავით მალაზონია და ნინო კვიტაიშვილი "საქართველოს ისტორია"